The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან რამიშვილი

დარეჯან რამიშვილი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1992  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს.

წლების მანძილზე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეტყველების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1987–1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს აზროვნებისა და მეტყველების ფსიქოლოგიაში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფართო საზოგადოებისთვის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ, მეცნიერებათა აკადემიის ეკონიმიკისა და ისტორიის ინსტიტუტებში. 1992 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1939 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ", დაიცვა 1956 წელს. 

წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: