The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი ბახტაძე

დალი ბახტაძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1963 წელს.

1969-1997წწ. მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, შემდგომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1983-1986წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1992-1997წწ. გერმანული ენის კათედრის გამგე; 1998 წლიდან მუშაობს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად. გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ფრაზეოლოგიური ვარიანტები თანამედროვე გერმანულ ენაში ქართულთან შეპირისპირებით", დაიცვა 1976 წელს;  სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები", დაიცვა 1993 წელს. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: