შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან გვერდწითელი-ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1941წწ. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში "მეტეხი"; 1941-1948წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმ-ნაკრძალში "ვარძია", მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი მუშაობდა კულტურის სამინისტროს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში უფროს არქიტექტორ-რესტავრატორად, წლების მანძილზე იყო საპროექტო განყოფილების გამგე. მისი პროექტებით და ხელმძღვანელობით რესტავრირებულია ქართული არქიტექტურის მრავალი ნიმუში: ვარძიის სამრეკლო(1969-1970), ანანურის ციხე, კოშკი "შეუპოვარი"(1955-1956, 1971-1972) გორის ციხე(1953-1955), ბზიფის ციხე და ეკლესია(1955), ანჩისხატის ბაზილიკა(1958-1960), როსტომ მეფის სასახლის აბანო(1958-1964), ბოლნისის სიონი(1960-იანი, 1970-იანი, 1985) და სხვები. იგი იყო არქიტექტორ-რესტავრატორი, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი რესტავრატორი ქალი საქართველოში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |