Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ყენია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1963 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1963 წლეს ასევე გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი, დოცენტი, პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი. მის მიერ რესტავრირებულია: დავით აღმაშენებლის პინაკი (მოსკოვი, ისტორიის მუზეუმი, 1953); ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი (ქუთაისის მუზეუმი); ჩუკულის ტრიპტიქონი (ქუთაისის მუზეუმი); ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშის ოთხთავების მოჭედილობა (მესტიის მუზეუმი, 1970); ალავერდის სახარების ყდის მოჭედილობა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი, 1972). არის ხელოვნებათმცოდნე, ოქრომჭედლობის რესტავატორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |