The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ნემსაძე

ქეთევან ნემსაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1949  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1994-1999წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი პედიატრი; 1996-2011წწ. მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის პროექტის "ჯანმრთელი ბავშვი და უსაფრთხო დედობა" თანაკოორდინატორი. 2002-2005წწ. გაეროს ბავშვთა ფონდი რეგიონალური ქსელი ბავშვებისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში (NGO/UNICEF Regional Network for Children of CEE/CIS and Baltic States) ორი ვადით არჩეული პრეზიდენტი; 1996-2007წწ. მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის გენერალური დირექტორი; 2007-2010წწ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2010 წლიდან დღემდე მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დირექტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელთა დიდ ნაწილში იყო მოწვეული სპიკერი ან საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი. ასევე 2 გამოგონების ავტორი. 1982  წელს გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 1993 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1997 წელს პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მსოფლიო სამიტი ბავშვებისათვის"(ნიუ-იორკი) საორგანიზაციო კომიტეტი, წევრი (2001-2002)
  • პედიატრთა აკადემია, ვიცე პრეზიდენტი
  • პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია "კლარიტასი XXI"-ის საბჭო, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)
  • ძუძუთი კვების აკადემია (აშშ), საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ჯილდო "ესკულაპი", წლის საუკეთესო ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: