Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ნემსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს. 1994-1999წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი პედიატრი; 1996-2011წწ. - მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის პროექტის "ჯანმრთელი ბავშვი და უსაფრთხო დედობა", თანაკოორდინატორი; 2002-2005წწ. - გაეროს ბავშვთა ფონდი რეგიონალური ქსელი ბავშვებისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში (NGO/UNICEF Regional Network for Children of CEE/CIS and Baltic States), ორი ვადით არჩეული პრეზიდენტი; 1996-2007წწ. - მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის გენერალური დირექტორი; 2007-2010წწ. - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2010-2014წწ. - მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დირექტორი; 2014 წლიდან - გლობალმედის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელთა დიდ ნაწილში იყო მოწვეული სპიკერი ან საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი, ასევე 2 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს ჯილდო "ესკულაპი", წლის საუკეთესო ექიმი (2006), საპატიო ჯილდო "ოქროს ფონენდოსკოპი" (საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, 2018). ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უჯრედული და ჰემორული იმუნიტეტის მდგომარეობა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის დროს", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ახალშობილი და ჩვილი ასაკის სეფსისით შეპყრობილ ბავშვთა საცნაურსაყოფი კრიტერიუმები და მკურნალობის ინტენსიფიკაცია", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.223; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.356; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |