The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო პაპუნიძე

ვანო პაპუნიძე
Date of birth:10 February, 1940  (84 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზენდიდი, ქედის რაიონი.

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენის საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი ინჟინრის განხრით 1965 წელს.

1957-1961წწ. იყო ქედის რაიონის XIX პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის რიგითი წევრი; 1965-1966წწ. - საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის“ ამიერკავკასის სატყეო-საპროექტო საწარმო, ტექნიკოსი; 1970 წელს - თბილისის სატყეო ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1970-1974წწ. - თბილისის სატყეო ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1974-1976წწ. - თბილისის სატყეო ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1976-1989წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1989-1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1991-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დირექტორი; 1992 წლიდან შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2006-2008წწ. - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2008-2010წწ. - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დირექტორის მოადგილე; 2009 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრი, ხელმძღვანელი. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სატყეო ეკოლოგია, ბუნების დაცვა, მერქნიან მცენარეთა ბიოეკოლოგია, დეკორატიული მებაღეობა. დამუშავებულ თემებსა და გამოქვეყნებულ ნაშრომებში შესწავლილი, გაანალიზებული და შეფასებულია შემდეგი პრობლემები: რესპუბლიკის ცალკეული რეგიონების ტყის მცენარეულობის ზრდა-განვითარების ეკოლოგიური პირობები და კორომის ბიოლოგიური პროდუქტიულობა; უმეტესად გავრცელებული ტყის ტიპების სამეურნეო ჯგუფებში განახლების პროცესის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები; მთის ტყეების ძირითადი ეკოლოგიური ფუნქციები (წყალდაცვითი, წყალშენახვითი, ნიადაგდაცვითი, ბალნეოლოგიური, ზვავ და ეროზიის საწინააღმდეგო, აგრო-სატყეო სამელიორაციო და სხვა); ტყის მეურნეობისა და დეკორატიული მებაღეობისათვის პერსპექტიული ეკზოტების ბიოლოგიური თავისებურებები და სეზონური განვითარების რიტმი; დეგრადირებული ტყის კორომების აღდგენის და სატყეო მეურნეობის ინტენსიფიკაციის გზები (მოვლითი და მთავარი სარგებლობის ჭრა,  სწრაფმოზარდი ჯიშებისაგან სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების შექმნა, აგროტექნიკა, განოყიერება და ა.შ.) თანამედროვე ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენებით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1990),  პროფესორი (1991).

წყარო:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2020-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-2020)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევე

Bibliography


Share: