The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აპოლონ სილაგაძე

აპოლონ სილაგაძე
სხვა სახელი:დოდიკ
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 2017  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს.

1981-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1986-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი; 1988-1992წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" (შემდგომში უზენაესი საბჭოს გაზეთი "ერი") მთავარი რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოსვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე  (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1998წწ. გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" მთავარი რედაქტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმითურ სამეფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე; 2006-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: არაბისტიკა, ქართველოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და ლექსმცოდნეობა, ისტორიოგრაფია), გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო შრომა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ივანე ჯავახიშვილილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 312; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: