The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ვასაძე

აკაკი ვასაძე
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1978  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ა. ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში 1920 წელს.

1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა  ქუთაისის თეატრში; 1920-1958წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეტრში; 1935-1955წწ. იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1969 წლიდან მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხოლო 1975 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; როლები: რუსთაველის თეატრში - მენგო(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ახმა(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ფრანც მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1942), დარისპანი ("შემოდგომის აზნაურები", დ. კლდიაშვილის მიხედვით), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), შუისკი (ა. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1946), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), აბდულ სადიქი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1951)  და სხვ.; ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში - ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), რიჩარდ III (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე"), ნერონი (ლ. სანიკიძის "ნერონი") და სხვ.; რუსთავის თეატრში - ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), მეფე ლირი (უ. შექსპირის "მეფე ლირი", შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1975), მაესტრო (ს. კვარონსკის "მაესტრო"), გიორგი (თ. ჭიკაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან") და სხვ.; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში - პასტორი მანდერსი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"). 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში, როლები: გრიგოლა ("მამის მკვლელი", 1923), პლატონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1926), გარდუფხანი ("ძინა ძაძუ", 1926), შაჰ-აბასი ("გიორგი სააკაძე", 1942-43, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), მამასახლისი ("მაგდანას ლურჯა", 1955), ფარსმან სპარსი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969-1970), მორდუხაი ("დათა ბთუთაშხია", 1977) და სხვ. 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. იყო საქართველოს სსრ 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.190

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1951 - სტალინური პრემია
  • 1946 - სტალინური პრემია
  • 1942 - სტალინური პრემია
  • 1936 - წითელი დროშის ორდენი
  • 1936 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1934 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ლენინის ორდენი
  • ლენინის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: