შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1930 წელს. 1932–1933წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1937-1965წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ენიმკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიულ კათედრაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა ქართველთა და ჩრდილო კავკასიელ ხალხთა სოციალურ ურთიერთობას (საოჯახო ყოფა, ნათესაობის სისტემა, ტერიტორიული თემი, ხალხთა მმართველობის სისტემა, ადათობრივი სამართალი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფია, "ქართული საოჯახო თემი". 1955 წელს იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987. -გვ.436 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |