The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩარკვიანი

დავით ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილისოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს.

1969-1974წწ. ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1972–1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომისა და სოციალური ფსიქოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1976წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976–1981წწ.  ამავე ინსტიტუტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1985-1988წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1996-2000წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 1990-2007წწ.  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2007-2009წწ. დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე; 2007 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 

საკანდიდატო დისერთაციის თემა -"კომუნიკატორული წინააღმდეგობა და სოციალური განწყობის შეცვლა", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"სოციალური განწყობების ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლები", დაიცვა 1989 წელს.

წყარო:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: