Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხარაზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკის სპეციალობით 1972 წელს. 1973-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1983წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-2005წწ. დირექტორი და დისკრეტული მათემატიკის განყოფილების გამგე; 1994-1998წწ. ლოძის უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრის მიწვეული პროფესორი; 2006 წლიდან დღემდე არის ა. რზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროები: სიმრავლეთა თეორია და უსასრულო კომბინატორიკა, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია, ზომის თეორია და ფუნქციონალური ანალიზი, ამოზნექილი გეომეტრია. 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს ლოძის უნივერსიტეტის (1996) და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების (2006) პრემიები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.303; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |