The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნიკოლაძე

გიორგი ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1888
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1931  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1913 წელს.

1913–1916წწ. მუშაობდა ტულა–კოსაია–გორას თუჯის, იუზოვკის(დონეცკი) მეტალურგიულ ქარხნებში; 1916–1918წწ. ენაკიევოს მეტალურგიულ ქარხანაში; 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში; იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად; 1929–1930წწ. თბილისში(დიდუბეში) მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას; მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მათემატიკაშიც; 1927 წელს დაამუშავა ალგებრული წილების ალგებრული სისტემების თეორია; მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში; 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში; 1912 წელს პეტერბურგის გუნდ "სოკოლის" შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე–6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში; 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა ალპინიზმს ყოფილ სსრკ–ში; შექმნა პირველი ქართული სახემძღვანელო – "დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები" (1934); მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში; ტექნიკურ დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააარსა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (1973); ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, დაწესებულია გ. ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია; ამავე უნივერსიტეტში არის მისი სახელობის გეომეტრიის კაბინეტი. დისერტაცია დაიცვა სორბონში, 1928 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.290

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სატანვარჯიშო საზოგადოება(დონბასი), დამფუძნებელი (1913-)
  • სატანვარჯიშო საზოგადოება(თბილისი), დამფუძნებელი (1918-)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1924-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: