შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა სოსელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1935 წელს. 1939-1950წწ. კითხულობდა საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, 1946 -დან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1975-დან მეცნიერ-კონსულტანტად. იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს; დასავლეთ საქართველოს სათავადოების ისტორიას; იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების მე-4 ტომის ერთ-ერთი ავტორი; ავტორია მრავალი სტატიისა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969); პროფესორი (1990). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1944 წელს; სადოქტორო დისერტაცია 1969 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |