The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1985 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების უფროს ლაბორანტად, ხოლო 1988 წლიდან უმცროსი მეცნიერ თანამშრომელია; 1987-1988წწ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა მოსკოვში გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც 1988-1991წწ. მიზნობრივ ასპირანტურაში სწავლობდა პალეოგეოგორაფიის ლაბორატორიაში პროფ. ა. ველიჩკოს ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში სტაჟირებას გადიოდა კიოლნისა და გიოტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტებში; 1996 წელს სტაჟირება გაიარა პარიზის ბუნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის პალეონტოლოგიის ინსტიტუტში; 1997 წიდან მუშაობს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განყოფილების განგედ; 2002-2004წწ. დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. 2005 წლიდან  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი. ორგანიზებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში. არის ასოცირებული პროფესორი საფრანგეთის ბუნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, საერთაშორისო ასპირანტურის (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი) პროფესორი (2000), არაერთი სამეცნიერო პროგრამის, მათ შორის ამერიკის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების და ლიკის ფონდის საერთაშორისო პროექტების "დმანისელი ჰომინოიდის ინტერდისციპლინარული კვლევა" და "მიოცენური ჰომიბნოიდი უდაბნოდან კოორდინატორი". მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მომზადდა ექსპოზიციების "საქართველოს ბუნების ისტორია", "საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოში".  გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1992), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2001). მიღებული აქვს  მონაკოს პრინცის ორდენი (2001), ფრანგული ორდენი "Palmes Academiques" (2002), საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველყოფილი ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირების თავისებურებები მთიან რეგიონებში", დაიცვა 1992 წელს (ქ. მოსკოვი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბუნებრივი გარემოს ევოლუცია სამხრეთ კავკასიაში და ადრეული ჰომინიდების (Hominidae) განსახლების ძირითადი ეტაპები", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პორტალი: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ. 173; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.175-176; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (2007-)
  • ევროპის კულტურის პარლამენტი, წევრი (2002-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-2018)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2018-)
  • ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემა (WAAS, აშშ) , ნამდვილი წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო"
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: