The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1963  (55 წლის)
კატეგორია:ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს.

2000-2004 წწ. იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე; 1999-2000 წწ. პარიზის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის მიწვეული პროფესორი; 2005 წლიდან  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი. ორგანიზებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი(მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1992), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2001). მიღებული აქვს  მონაკოს პრინცის ორდენი (2001), ფრანგული ორდენი "Palmes Academiques" (2002), საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პორტალი: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ. 173

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (2007-)
  • ევროპის კულტურის პარლამენტი, წევრი (2002-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემა(WAAS, აშშ) , ნამდვილი წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო"
  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: