შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო კვეზერელი–კოპაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თეთრი წყაროს რაიონი, დაბა მანგლისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1936 წელს. 1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს ძველი მსოფლიოს ისტორიაში ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, თელავის სამასწავლებლო სასწავლებელში და სხვა. 2006 წლამდე იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი. არის ორი სახელმძღვანელოს: "ძველი საბერძნეთის ისტორია", "ელინიზმის ისტორია", 30-მდე სამეცნიერო გამოკვლევისა და სტატიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცის თემა - "ჰელიოპოლიტთა აჯანყება პერგამოსში", დაიცვა 1955 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |