The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვერა ბარდაველიძე

ვერა ბარდაველიძე
Date of birth:17 September, 1899
Date of death:23 October, 1970  (at 71 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Ethnologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს.

1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრაზე, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული მოღვაწეობა წარიმართა ქართველი ხალხის ყოფითი კულტურის შესწავლის მიმართულებით. იგი იკვლევდა ქართველი ხალხის ადრინდელ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებს, ასტრალურ რწმენა-წარმოდგენებს, საკულტო ძეგლებს, რელიგიურ რიტუალებსა და ყოფით დღესასწაულებს. ქართული საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშების კვლევით ხელი შეუწყო ამ მიმართულებით მოძიებული არქეოლოგიური მასალის გააზრებას.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.72

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: