Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ხელაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1965წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტი; 1965-1969წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1973წწ. ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1981წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1981-1986წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის ლაბორატორიის გამგე; 1986-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე; 1993-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1995-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე. 1966 წლიდან ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1983 წლიდან ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 1986 წლიდან პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: თეორიული და მათემატიკური ფიზიკა, ველის კვანტური თეორია, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა. 126 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.252 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |