The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1889
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1952  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, მკვლევარი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1916 წელს; იმავე დროს მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში.

სტუდენტობის წლებში დაიწყო ძველი  ქართული ხელოვნების კვლევა; 1928-1948წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1933-1942წწ. პრორექტორი; 1919-1927წწ. კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში; კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე; მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე; აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ქართულ და ფრანგულ ენებზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში; გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრიში: ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!"(1928), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"(1929), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"(1932), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"(1937), პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"(1946); ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"(1947, რუსთაველის სახელობის თეატრი); პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი"(1947, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); აგრეთვე გააფორმა კინოფილმები: "მარილი სვანეთს"(1930), "დაკარგული სამოთხე"(1936); ამავე პერიოდში  აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი; შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები: "რიონჰესი"(1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ყვითელი მთა"(1937, მხატვრის ოჯახის კუთვნილება),  "წითელი მთა"(1944, მხატვრის ოჯახის კუთხვნილება); 1930-1940წწ. მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია: "სვანეთი"(1939, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "თბილისი და მისი მიდამოები"(1944, მხატვრის ოჯახის კუთვნილება); 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი"(1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ფოთი-ელევატორი"(1949, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება"(1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება); ასევე შექმნა ავტოპორტრეტები და პორტრეტები: "ავტოპორტრეტი სარკესთან"(1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ავტოპორტრეტი ბროწეულით"(1913, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში"(1917, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "დედის პორტრეტი"(1914, მხატვრის ოჯახის კუთვნილება), "ძმის პორტრეტი"(1915, მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1928-1948წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1933-1942წწ. აკადემიის პრორექტორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: