The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჯაფარიძე

ლევან ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1965-1968წწ. ქ. ლენინგრადის სამთო გეომექანიკისა და მარკშეიდერიის სამეცნიერო კვლევითი ინტსიტუტის ასპირანტი; 1968-1972წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1970-1993წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წიაღისეულ საბადოთა დამუშავების და სამთო საწარმოთა მშენებლობის კათედრის პროფესორი; 1972-1987წწ. სამთო წნევის თეორიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; განყოფილების გამგე; 1987-2004წწ. გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი; 2004  წლიდან  გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელი. 1968 წლიდან არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1979 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1983 წლიდან პროფესორი. გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 130 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის, 1 სახელმძღვანელოს და 5 გამოგონების ავტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ-გვერდი: science.org.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები:science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.252

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2018-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1997-2018)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კონსტრუქციის გატანაში, ორბიტალურ სადგურ ''მირზე'' საქართველო-რუსეთის ერთობლივი პროგრამა ''რეფლექტორით'' ურთულესი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებაში, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: