The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინდია სალუქვაძე

მინდია სალუქვაძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2018  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს, ასპირანტურა 1961 წელს.

1955-1957 წწ. იყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1957-1958 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად ა. ელიაშვილის მართვის სისტემების) ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1961-1964 წწ. მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში; 1964-1967 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1967-1971 წწ. ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1971-1981 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1981-2006 წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე: (1991 წლის 9 აპრილი); 1994 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 2007-2018 წწ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 15 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო (თანაავტორებთან ერთად). აღსანიშნავია, რომ ამერიკაში გამოცემული მისი მონოგრაფია ერთ-ერთი პირველი იყო მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის სფეროში. სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები "სალუქვაძის მეთოდი", "სალუქვაძის ამოხსნა", "სალუქვაძის პრინციპი", "სალუქვაძის ოპტიმუმი". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980).

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.206; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1997 წელს გამოცემული უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოსათვის - "ოპტიმალური და ადაპტური სისტემები"
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1998 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1979 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: