შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა იანქოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს. 1960–1982წწ. თბილისში მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა; ძირითადი ნამუშევრებია: პორტრეტები – "ნინო ჭავჭავაძე" (1958, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "მამის პორტრეტები" (1959, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ნუკრია"(1958, მხატვრის კუთვნილება), "ირმა ჩოფიკაშვილი" (1960, მხატვრის კუთვნილება), "ანა კალანდაძე"(1961, მხატვრის კუთვნილება), "მუხრან მაჭავარიანი" (1969, მხატვრის კუთვნილება), "მედეა ჯაფარიძე" (1976, მხატვრის კუთვნილება), "ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1978, მხატვრის კუთვნილება), "მიხეილ თუმანიშვილი” (1978, მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები – "მცხეთის ჯვარი" (1967), "კახეთი" (1974), "შატილის კუთხე" (1980); დაზგური გრაფიკა – "მეფე თამარი" (1960), "მთვარიანი ღამე" (1945); ავტორია სერიებისა: "სვანეთი', "მექსიკა", "კუბა"; დასურათებული აქვს "ვეფხისტყაოსანი" (1964–1966, 18 ილუსტრაცია); გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. თბილისში არსებობს "ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის მუზეუმი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.165; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.405 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |