The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა იანქოშვილი

ნათელა იანქოშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1918
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 2008  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს.

1960–1982წწ. თბილისში მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა; ძირითადი ნამუშევრებია: პორტრეტები – "ნინო ჭავჭავაძე" (1958, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "მამის პორტრეტები" (1959, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ნუკრია"(1958, მხატვრის კუთვნილება), "ირმა ჩოფიკაშვილი" (1960, მხატვრის კუთვნილება), "ანა კალანდაძე"(1961, მხატვრის კუთვნილება), "მუხრან მაჭავარიანი" (1969, მხატვრის კუთვნილება), "მედეა ჯაფარიძე" (1976, მხატვრის კუთვნილება), "ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1978, მხატვრის კუთვნილება), "მიხეილ თუმანიშვილი” (1978, მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები – "მცხეთის ჯვარი" (1967), "კახეთი" (1974), "შატილის კუთხე" (1980); დაზგური გრაფიკა – "მეფე თამარი" (1960), "მთვარიანი ღამე" (1945); ავტორია სერიებისა: "სვანეთი', "მექსიკა", "კუბა"; დასურათებული აქვს  "ვეფხისტყაოსანი" (1964–1966, 18 ილუსტრაცია); გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. თბილისში არსებობს "ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის მუზეუმი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.165; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.405

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: