შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1986 წელს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (ნოსტრიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიცვა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1999 წელს სპეციალობით მსოფლიო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები). ნიუ-იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრი პოსტ საბჭოთა სივრციდან, ევროკავშირის ტასისის პროექტის სერთიფიკატის მფლობელი "უფრო სუფთა წარმოების საკითხებში". 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის 30 წიგნადი შრომა ეკონომიკაში. არის ქაშვეთის ტაძრის სტიქაროსანი. მისი შრომები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" -http://dspace.nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |