The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მათე მირიანაშვილი

მათე მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1975  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1933-1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე; 1941-1943წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1943-1951წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორ; 1955-1959წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი; 1959-1969წწ. ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი მეცნიერული შრომები ეხება უმთავრესად კვანტურ ფიზიკასა და გრავიტაციას. აქვს აგრეთვე შრომები ფილოსოფიის საკითხებზე.

წყარო: facebook.comკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.407

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო გრავიტაციული კომისია, წევრი (1963-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-1975)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ფიზიკის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1966-1975)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: