The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ კახიანი

ზაალ კახიანი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 2000  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1960 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1962–1972წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე; 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ბაღდათის საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი; იყო უცხოეთის 7 აკადემიის წევრი. ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 36 მონოგრაფიის, 5 გამოგონების, 2 რაციონალიზატორული წინადადების. მედიცინის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სიმსივნეებისა და ანთების ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პორტული ჰიპერტენზიის ეთიოლოგია, პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 194; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.43

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • სამედიცინო საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარე
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სამედიცინო მეცნიერების აკადემია, პირველი პრეზიდენტი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პრაქტიკული მოღვაწეობისათვის
  • 1997 - ა. მიქაელიანის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • ნიკოლოზ პიროგოვის სახელობის მედალი
  • ნ. კოპერნიკის სახელობის მედალი
  • აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: