The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ახლოური

დავით ახლოური
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მიდელანი, ახალგორის რაიონი.

დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს ქალაქ გორში; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით.

არის საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი. ჟურნალ "კარდუსა" და გაზეთების: "ყაყაჩოს", "ლიტერატურული ქართლისა" და "უფლისციხის" მთავარი რედაქტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა – "ახალგორის ისტორია".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირი, პრეზიდენტი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ახალგორის სადროშო, მეთაური

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - "ლიტერატურული მესხეთის" პირველი პრემია
  • 2019 - "ლიტერატურული მესხეთის" პირველი პრემია
  • 2010 - ნიკო სამადაშვილის სახელობის პრემია
  • ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • დავით აღმაშენებლის სახელობის დიპლომი "ძლევაი საკვირველი"
  • ქსნის ხეობელთა სამადლობელი სიგელი (გაცემული ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ)
  • მშვიდობის ალამდარის წოდება
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი (საპატიო სიგელი)
  • მირზა გელოვანის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: