The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძე
სხვა სახელი:მთაწმინდელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1854
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1931  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტეტატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი. იყო თვითნასწავლი. იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის, ლასალისა და ლუი ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კ. მარქსზე. ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული "ქართლის ცხოვრება"(1913, ორ ნაწილად), "პარიზის ქრონიკა"(1910), გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები(დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა მისი მრავალრიცხოვანი(120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.        

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: