The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ჯაფარიძე

გოჩა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1942  (76 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს.

1968-დან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1979-1983 წწ. დამასკოში (სირიის არაბთა რესპუბლიკა) სსრკ კულტურის ცენტრის დირექტორი; 1991-1998 წწ. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი; 1995-1998 და 2004-2007წწ.  აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგე;  1998-2004წწ. საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; 2005-2007წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, სრული პროფესორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 2009-2010წწ. ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში. არის ავტორი მონოგრაფიებისა: "ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან IX-XIX სს."(1973), “საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში"(1995), "ახალი მასალები XVII ს-ის ეგვიპტის ეპიგრაფიკისათვის"(თანაავტორი ა. სილაგაძე, 2002); სტატიების კრებულისა -"ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში"(2012); ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ძირითადი ავტორი წიგნისა "ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი"(1999); სცენარის ავტორი ფილმებისა "სირია ქართველების თვალით"(რეჟ. გ. ბარნოვი) და "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში"(რეჟ. მ. კოკოჩაშვილი).

 სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში, დაიცვა 1994.


ბიბლიოგრაფია


გააზიარე: