The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემო ჯაფარიძე

თემო ჯაფარიძე
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 2012  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს.

არის ავტორი ნამუშევრებისა: "გასული დროის ლაბირინთი", "სიძველე", "სოლოლაკის ჟანგები", "სახლის სახურავი","ფეხსაცმელი და ვიოლინო" (1998–1999); "პური და ღვინო მაგიდაზე", "მოცულობიანი ფიგურები სიბრტყეზე", "განცალკევება", "ქალზე ფიქრის ვერმოცილება" (1999) და სხვ. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: თსუ სააქტო დარბაზში (1964),  მხატვართა კავშირში (1965), მხატვრის სახლში (1968), მსახიობის სახლში (1976), გალერეა TMS (1996), გამოფენები პარიზსა და ბრეტანში (1991). არის მრავალი სტატიის, ლექსის, ესეს და წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრები დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების სახელმწიფო და ლიტერატურულ, მოსკოვის აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში; საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ კერძო კოლექციებში.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 26-27

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - თბილისის საკრებულოს სპეციალური პრიზი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: