The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯაფარიძე

გიორგი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს. 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1983 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1998 წელიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1978-1982წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1998წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: დაბალგანზომილებიანი ძლიერად კორელირებული ელექტრონული და სპინური სისტემების თეორია, მეტალ-იზოლატორული გადავლების თეორია, მაღალტემპერატურული და სხვა უჩვეულო ზეგამტარი სისტემების თეორია, თეორიული ნანოფიზიკა და თანამედროვე ნანოელექტრონიკის მასალათმცოდნეობა. წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ავტორია 55-მდე სამეცნიერო ნაშრომის. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: