შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაგული ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1961წწ. იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი; 1961–1967წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგი; 1967–1977წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან არის აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი 64 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი მეან–გინეკოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის "ტრაცეპტონის" ექსპერიმენტალური და კლინიკური შესწავლა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.32 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |