Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაგული ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1961წწ. იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი; 1961–1967წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგი; 1967–1977წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან არის აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი 64 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი მეან–გინეკოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის "ტრაცეპტონის" ექსპერიმენტალური და კლინიკური შესწავლა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.32 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |