The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ბოცვაძე

ეთერ ბოცვაძე
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2013  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1952–1963წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1964–1948წწ. დოცენტი; 1971 წლიდან კათედრის პროფესორი, 1980 წლიდან კათედრის გამგე; ავტორია 242 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება დიფტერიის, დიზენტერიის, ჰეპატიტის, მენინგოკოკური ინფექციის პრობლემებს. ექიმი–ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ჰეპათოლოგთა და გასტროენტეროლოგთა საერთაშორისო სერთიფიკატი (1998), ფალკის სიმპოზიუმის პრემია (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის დეზამინირების ფუნქცია დიზენტერიის დროს", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბოტკინის დაავადების კლინიკურ–ეპიდემიოლოგიური დახასიათება და პათოგენეზის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.43; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.447

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ინფექციონისტთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • რუსეთის ინფექციონისტთა და ჰეპათოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოშიო ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შერტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: