The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე მელიქიშვილი

პეტრე მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1850
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1927  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო–სავანეში
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნოვოროსიის (დღევანდელი ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1872 წელს. 

1876 წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში; 1885–1917წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი; 1918–1927წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას. მისი შრომები ეხება ორგანულ და არაორგანულ ქიმიის საკითხებს; მან პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა; 1939 წელს ცალკე მონოგრაფიად გამოვიდა მისი გამოკვლევები, მიძღვნილი ზემჟავებისა  და ზეჟანგებისადმი. მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები; პ. მელიქიშვილის სახელობისაა ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა(1950) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია მისი სახელობის პრემია ქიმიის და ფიზიკის დარგებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პ. მელიქიშვილის სახელობის კაბინეტ–ბიბლიოთეკა. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აკრილმჟავას ნაწარმის შესახებ", დაიცვა 1881 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "იზომერული კროტონმჟავების ნაწარმთა შესახებ", დაიცვა 1885 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1927-)
  • ქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლა, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1900 - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: