შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის ფაკულტეტი 1986 წელს. 1993–1996წწ. იყო საქართველოს სახელწიფო აგრარული ინსტიტუტის ელექტრომექანიკის და ელექტრო–ამძრავის კათედრის ასისტენტი; 1996–2005წწ. ელექტროფიკაციის და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანი, დოცენტი, პროფესორი; 2005–2006წწ. რექტორის მოადგილე; 2006–დან არის საქართველოს სახელწიფო აგრარული ინსტიტუტის რექტორი. 1995 დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია. აგროსამრეწველო კომპლექსიის დარგში მიღწეული წარმატებისთვის 2007 წელს მიენიჭა "წლის ინჟირნის" საპატიო წოდება. არის ავტორი მონოგრაფიისა: "სამფაზა უკუქცევით–წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამოძრავი სოფლის მეურნეობაში" (2008). სადოქტორო დისერტაციის თემა - "უკუქცევით–წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ამძრავების ენერგეტიკული და დინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება", დაიცვა 2006 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |