The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ჯავახიშვილი

გელა ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის  სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის ფაკულტეტი 1986 წელს.

1993–1996წწ. იყო საქართველოს სახელწიფო აგრარული ინსტიტუტის ელექტრომექანიკის და ელექტრო–ამძრავის კათედრის ასისტენტი; 1996–2005წწ.  ელექტროფიკაციის და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანი, დოცენტი, პროფესორი; 2005–2006წწ. რექტორის მოადგილე; 2006–დან არის საქართველოს სახელწიფო აგრარული ინსტიტუტის რექტორი. 1995 დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია. აგროსამრეწველო კომპლექსიის დარგში მიღწეული წარმატებისთვის 2007 წელს მიენიჭა "წლის ინჟირნის" საპატიო წოდება. არის ავტორი მონოგრაფიისა: "სამფაზა უკუქცევით–წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამოძრავი სოფლის მეურნეობაში" (2008). 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "უკუქცევით–წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ამძრავების ენერგეტიკული და დინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება", დაიცვა 2006 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟირო აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
  • საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, სწავლული მდივანი (2000-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: