The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა კვერნაძე

ბიძინა კვერნაძე
Date of birth:29 July, 1928
Date of death:8 July, 2010  (at 81 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს.

1963 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი; 1980 წლიდან  პროფესორი; 1996 წლიდან კომპოზიციის კათედრის გამგე.

1965 წელს დაიდგა მისი ბალეტი "ქორეოგრაფიული ნოველები"; 1973 წელს  ბალეტი "ბერიკაობა"; 1983 წელს  ოპერა "იყო მერვესა წელსა"; რჩეული ქმნილებებია: "ჩვენისთანა ბედნიერი" (1987),  "მედეა"(1992), "უკვდავება" (1971), "სადღესასწაულო უვერტიურა" (1977), "ძველი ქართული წარწერები" (1978), "სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის" (1986); შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის "დათა თუთაშხია" (ჯ. კახიძესთან ერთად); მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: "ჭინჭრაქა", "ყვარყვარე", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მე ვხედავ მზეს". 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბ. კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.64; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.196; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.75

Awards and Honors

  • 2008 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1981 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: