შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯაბადარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ბელგიაში 1902 წელს; პარიზში დაამთავრა თეატრალური სტუდია. მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში; 1918 წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია–თეატრი ("ჯაბადარის სტუდია"), რომელსაც 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1920 წელს ევროპაში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწე; სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ "ოდეონში", ბერლინის "სამხატვრო თეატრში"; მას ეკუთვნის ნაშრომი "ქართული თეატრი"; ძმასთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილის "ღალატი"; გერმანულ ენაზე მეუღლესთან ერთად თარგმნა იგივე პიესა, რომელიც 1935 წელს ბერლინის "სამხატვრო თეატრში" წარმოადგინა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.522-523 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |