The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯაბადარი

გიორგი ჯაბადარი
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1888
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 1938  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შენებერგის სასაფლაო, ბერლინი
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა ბელგიაში 1902 წელს; პარიზში დაამთავრა თეატრალური სტუდია.

მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში; 1918 წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია–თეატრი ("ჯაბადარის სტუდია"), რომელსაც 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1920 წელს ევროპაში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწე; სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ "ოდეონში", ბერლინის "სამხატვრო თეატრში"; მას ეკუთვნის ნაშრომი "ქართული თეატრი"; ძმასთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილის "ღალატი"; გერმანულ ენაზე მეუღლესთან ერთად თარგმნა იგივე პიესა, რომელიც 1935 წელს ბერლინის "სამხატვრო თეატრში" წარმოადგინა.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.522-523

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანელ მსახიობთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: