შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის წიფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1962წწ. მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984-1990წწ. თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ "ფორტუნას" წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ ი. ქავთარაძის ფილმში "თამაში უყაიმოდ"; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშელიძე ("შერეკილები", 1973), მეწისქვილე ("დათა თუთაშხია", 1978), სელიმი ("მიზანში", 1979). მიღებული აქვს რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი, კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისათვის (1972). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |