The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის წიფურია

ბორის წიფურია
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:28 ივნისი, 2005  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1962წწ. მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984-1990წწ. თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ "ფორტუნას" წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ ი. ქავთარაძის ფილმში "თამაში უყაიმოდ"; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია("შერეკილები", 1973), მეწისქვილე("დათა თუთაშხია", 1978), სელიმი ("მიზანში", 1979).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1965-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1972 - რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი, კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: