The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩაჩავა

ნიკოლოზ ჩაჩავა
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:14 აგვისტო, 1974  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ლექსების წერა ახალგაზრდამ დაიწყო, იყო "ფუტურისტ-ლეველთა" ლიტერატურული დაჯგუფების ერთ-ერთი მოთავე. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1925-1926წწ. იყო გაზეთ "დროულის" თანარედაქტორი; 1934-1961წწ. მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების: "ლიტერატურული გაზეთი", "ჩვენი თაობა", "დროშა" რედაქციებში; იყო ალმანახ "ლიტერატურა და სხვას" რედაქტორი. 1919 წელს ქუთაისში დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი, ახალგაზრდების ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში"; ძირითადი პოეტური კრებულები: "სიცოცხლეს ვუმღერ" (1950), "სადაც ვშობილვარ" (1958), "ცისა და მიწის" (1962), "რაც განმიცდია" (1962), "ამ ქვეყანაზე" (1964), "ლექსები" (1967), "ამ თაობიდან იმ თაობამდე" (1971), "მე ისევ ვოცხლობ" (1975); მისი საბავშვო ლექსები, პოემები და პიესები მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად – "რატომ ვერ აგებს ჩხიკვი კარგ ბუდეს" (1945), "ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს" (1947), "ზანგი გოგონა" (1951), "საბავშვო ლექსები" (1955), "ვითამაშოთ ერთად" (1966), "ზარმაცი ბიჭის ამბავი" (1971), "მზეო ამოდი, ამოდი" (1975). საგულისხმოა მისი წვლილი საბავშვო ლიტერატურის განვითარების საქმეში. თარგმნა რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ოსი პოეტების ლექსები. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პოეტი, ჟურნალისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე. კონცერტმეისტერისა და პედაგოგის ვაჟა ჩაჩავას მამა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.377; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.401; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: