შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბურკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფელი ჭალადიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983–1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1986 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი; ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნეიროსპეციფიკური ცილების, დაბერების, ეპილეფსიის, ნეირომორფოლოგიის, იმუნომორფოლოგიის, იმუნოჰისტოქიმიის, სეფსისის, მორფომეტრიის პრობლემებს. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროსპეციფიკური ცილების (S. 100, 14, 3.2) მორფოლოგიერი თვისებები დაბერების პროცესის და ექსპერიმენტის პირობებში(აუდიოგენური ეპილეფსია)", დაიცვა 1988 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სეფსისის პათოგენესის მორფოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.49 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |