შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ერევანი (სომხეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკაულტეტი 1925 წ. 1926-1927წწ. ამიერკავკასიის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მთავარი ეკონომისტია; 1928წ. - საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1929წ. - სასაქონლო ბირჟის მთავარი ეკონომისტი; 1929-1954წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1930-1960წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი; 1936-1970წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალისტური დაგეგმვისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა მრეწველობის ეკონომიკა. დიდი ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დამუშავებაში. ძირითადი შრომები ეძღვნება საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის სპეციალიზაციასა და კომპლექსურ განვითარებას. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |