The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ნიკოლაძე

იაკობ ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1876
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1951  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1892-1894წწ. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1894-1895წწ. და 1897-1898წწ. ოდესის სამხატვრო სკოლაში; 1899-1901წწ. პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 

1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად; აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია; 1904–1910წწ. ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906–1907წწ. მუშაობდა როდენის სახელოსნოში; ამ პერიოდს ასახავს ი. ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან"; აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი"(ქვა, 1905, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ჩრდილოეთის ასული"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "მოცეკვავე"(ბრინჯაო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "სალომე"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); მისი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო"; 1937–1938წწ. შექმნა შოთა რუსთაველის სამი პორტრეტი; 1922 წელს ეგნატე ნინოშვილის, 1923 წელს აკაკი წერეთლის, 1944 წელს XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – ჩახრუხაძის პორტრეტი; ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.431

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სამხატვრო აკადემია, დამფუძნებელი
  • სკკპ, წევრი (1939-)
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: