The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გამყრელიძე

შოთა გამყრელიძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 2015  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.

1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1953–1954წწ. სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1959წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1959–1973წწ. მთავარი ექიმი; 1973–1992წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; პროფესორი. კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია 251 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფსიქიატრიის პრობლემურ საკითხებს. არის ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამამულო ომში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს 3 ორდენი და 10 მედალი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ექსპერიმენტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პათოარქიტექტონიკის მასალები", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცირკულარულად მიმდინარე მწვავე ატიპიურ აფექტურ ფსიქოზთა კლინიკო–ფსიქოპათოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.54; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.98

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური ასამბლეა, წევრი
  • ფსიქიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული საზოგადოება, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • 1981 - ჭიათურის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: