შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მეგი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1092–1974წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედიკო–სანიტარული ნაწილის პოლიკლინიკა–საავადმყოფოს გაერთიანების ექიმი–ტრავმატოლოგი; 1974–1991წწ. თბილისის პროფესორ ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმ–ორდინატორი; 1980–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1991 წლიდან კათედრის ასისტეტნტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. არის ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - " პანკრეასის ფუნქციონალური მდგომარეობა ნაწლავთა გარეთა ფისტულების დროს", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |