The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მეგი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1092–1974წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედიკო–სანიტარული ნაწილის პოლიკლინიკა–საავადმყოფოს გაერთიანების ექიმი–ტრავმატოლოგი; 1974–1991წწ. თბილისის პროფესორ ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმ–ორდინატორი; 1980–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1991 წლიდან კათედრის ასისტეტნტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. არის ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " პანკრეასის ფუნქციონალური მდგომარეობა ნაწლავთა გარეთა ფისტულების დროს", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.57

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის გრიგოლ მუხაძის სახელიბის ქირურგიული საზოგადოებია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: